LIVE

ბეზოსის Blue Origin-ი აშშ-ის მთავრობას სასამართლოში უჩივის

17 აგვ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1023
ბეზოსის Blue Origin-ი აშშ-ის მთავრობას სასამართლოში უჩივის
The Associated Press

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი აშშ-ის მთავრობას უჩივის NASA-ს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც ელონ მასკის SpaceX-ს მთვარეზე დასასმელად კოსმოსური ხომალდის ასაგებად $2.9 მილიარდი გამოეყო.

Blue Origin-ის განცხადებით, სარჩელი, აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში პარასკევს შევა. კომპანია მიიჩნევს, რომ ამ შესყიდვის დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხებისა და მისი შედეგების გადახედვა მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღსადგენად, კონკურენტული პირობების შესაქმნელად და ამერიკის მთვარეზე უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

NASA-მ სასამართლო სარჩელს 12 ოქტომბრისთვის უნდა უპასუხოს. 

"მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის" (GAO) განცხადებით, NASA-ს ხელმძღვანელი პირები ამჟამად საქმის დეტალებს განიხილავენ.

"პარტნიორებთან ერთად, წავალთ მთვარეზე და დავრჩებით იმისათვის, რომ შესაძლებელი გავხადოთ სამეცნიერო კვლევები, განვავითაროთ ახალი ტექნოლოგიები და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და მზად ვართ გავგზავნოთ ასტრონავტები მარსზე",- ნათქვამია განცხადებაში. 

აპრილში ცნობილი გახდა, რომ NASA-ს ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად სისტემას ელონ მასკის Space X შექმნის.

მილიარდერმა ბიზნესმენმა NASA-ს $2 მილიარდ დოლარამდე ხარჯების დაფარვა შესთავაზა, იმ შემთხვევაში, თუ მისი კომპანია Blue Origin-ი მთვარის დაშვების კონტრაქტს მიღებს, თუმცა სააგენტომ მისი წინადადება არ მიიღო.