
NASA-ს ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად სისტემას ელონ მასკის Space X შექმნის. 2.9 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტისთვის ბრძოლაში Space X- მა ბეზოსის Blue Origin-ი და Leidos Holdings-ი დაამარცხა.
NASA-მ კონტრაქტი, 10 თვიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, მიმდინარე კვირის ბოლოს გააფორმა. SpaceX-ის ხელშეკრულება მთვარეზე ორი მისიის წარგზავნას მოიცავს: საცდელ ფრენას ეკიპაჟის გარეშე, რასაც შემდეგ ასტრონავტებთან ერთად ფრენა მოჰყვება.
SpaceX-ის დეტალური გეგმა Starship-ის და Super Heavy რაკეტის დახვეწის პროცესზე იქნება დამოკიდებული. Starship-ის ხომალდი მეხუთე გამოცდას უახლოვდება მას შემდეგ, რაც წინა ოთხი წარუმატებლად, ხანძრებით და აფეთქებით დაასრულა.
NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ Boeing-ის SLS რაკეტისა და Lockheed Martin-ის Orion-ის ეკიპაჟის კაფსულის გამოყენებას. ორივე მათგანი, მიუხედავად შეფერხებებისა და ხარჯების გადაჭარბებისა, Artemis-ის პროგრამის ფარგლებში, კონგრესის მხარდაჭერით სარგებლობს.
შესაბამისად, კოსმოსური სააგენტოს მოქმედი გეგმებით, SpaceX- ის Starship-ი და Super Heavy რაკეტები NASA-ს ასტრონავტებს დედამიწიდან და უკან გადაყვანას არ უზრუნველყოფენ. თუმცა Lunar-lander-ის კონტრაქტი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს SpaceX-ის ურთიერთობას სააგენტოსთან, რომელიც უკვე იყენებს კომპანიის Falcon 9 რაკეტებს და Dragon კაფსულებს ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებისთვის. ამავდროულად, ეს კონტრაქტი of NASA-ს Artemis პროგრამის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ასტრონავტების მთვარეზე დასაბრუნებლად. აშშ-მა ბოლო მისია, სახელად Apollo, მთვარეზე 1972 წელს გააგზავნა.
SpaceX-მა პარასკევს გამოქვეყნებულ ტვიტში განაცხადა, რომ NASA-სთვის დახმარების გაწევა კოსმოსის კვლევის ახალი ეპოქის დაწყების მიზნით, კომპანიისთვის დიდი პატივია. NASA-სთან კონტრაქტის გაფორმებას იგივე შინაარსის ტვიტით ელონ მასკიც გამოეხმაურა
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯასთინ ბახმენი და ბრენდონ ქეისი