LIVE

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა

20 ივლ 202117:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1229
ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა
space.com

Blue Origin-მა პირველი ეკიპაჟური კოსმოსური ფრენა განახორციელა. 11-წუთიანი ფრენა უსაფრთხო დაშვებით დასრულდა. ჯეფ ბეზოსის ფრენა კოსმოსური ტურისტული პროგრამის დასაწყისია მათთვის, ვისაც ყოველთვის სურდა კოსმოსში გაფრენა.

გარდა ბეზოსისა, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან მისი ძმა მარკი, უოლი ფანკი, 82 წლის ავიატორი და ოლივერ დაიმენი, 18 წლის სტუდენტი, რომელსაც კოსმოსში გასაფრენი ბილეთი Blue Origin-ის შემდეგი ფრენისთვის ჰქონდა ნაყიდი, თუმცა პირველივე ფრენას შეუერთდა მას შემდეგ, რაც ანონიმური პირი, ვინც ხომალდზე ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონის საშუალებით $28 მილიონად იყიდა, კომპანიასთან პირობებზე ვერ შეთანხმდა და 20 ივლისის ფრენას გამოეთიშა.

კომპანიის New Shepard-ის კაფსულამ 11 წუთის განმავლობაში იფრინა და ტეხასში, ვან ჰორნთან ახლოს, Blue Origin-ის ობიექტზე დაეშვა.

Blue Origin-ი კონკურენციაშია ელონ მასკის Space Exploration Technologies-თან და რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic Holdings-თან. მიმდინარე წლის 11 ივლისს რიჩარდ ბრენსონისა და Virgin Galactic-ის კოსმოსური ფრენა შედგა. მილიარდერმა და Virgin Galactic-ის ხუთმა თანამშრომელმა ძირითადი საცდელი ფრენა წარმატებით დაასრულეს.

SpaceX ასევე ემზადება კომერციული კოსმოსური ფრენებისთვის. მომავალ წელს მასკის კოსმოსური პროგრამით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში 4 ადამიანი გაფრინდება.