LIVE

ბეზოსთან ერთად კოსმოსში 82 წლის მფრინავი ქალი გაფრინდება

02 ივლ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1039
ბეზოსთან ერთად კოსმოსში 82 წლის მფრინავი ქალი გაფრინდება

82 წლის უოლი ფანკი საპატიო სტუმრის სტატუსით, 20 ივლისს ბეზოსთან ერთად, კოსმოსში გაფრინდება. 

ფანკი, რომელიც აერო-კოსმოსურ სფეროში ერთ-ერთი პირველი ქალია, კოსმოსში გამგზავრებას 60 წელია ელის. ის ერთ-ერთია 13 ქალიდან, რომლებმაც 1960-იან წლებში ასტრონავტთა მოსამზადებელი წვრთნები გაიარა, თუმცა პროგრამა შეჩერდა და ქალებს დედამიწა არასოდეს დაუტოვებიათ. 

“არ მეგონა, რომ ოდესმე გაფრენა მომიწევდა. ამ მოგზაურობის ყოველი წამი მიყვარს”,- ამბობს ფანკი ბეზოსის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

უოლი ფანკი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე პირველი ქალი ფრენის ინსტრუქტორი იყო და ასევე პირველი ქალი, რომელიც "ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს" საჰაერო უსაფრთხოების გამომძიებელი გახდა. 

ახლა ფანკი გახდება ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე კოსმოსში გაფრენილა. 

Blue Origin-ი 20 ივლისს ტეხასის ქალაქ ვან-ჰორნიდან აფრინდება და დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ. სიმაღლეს მიაღწევს. კოსმოსში მოგზაურობა 11 წუთს გაგრძელდება და ექვსი მგზავრისგან იქნება შემდგარი. ცნობილია, რომ New Shepard-ის ხომალდზე ჯეფ ბეზოსთან და უოლი ფანკთან ერთად, ბეზოსის ძმაც იქნება. დანარჩენი მგზავრების შესახებ ინფორმაცია უცნობია. მათ შორის, კომპანიას არ გაუსაჯაროებია თუ ვინ იყიდა ხომალდზე ერთი ადგილი $28 მილიონად.  

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ჯეფ ბეზოსი იქნებოდა პირველი, ვინც კოსმოსში საკუთარი კომპანიის რაკეტით გაფრინდებოდა, თუმცა Virgin Galactic-ის დამფუძნებელი და მილიარდერი რიჩარდ ბრანსონი აცხადებს, რომ მისი ხომალდი გასაფრენად უკვე მზად არის და შესაძლოა, 11 ივლისს დედამიწა დატოვოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია