LIVE

ბეზოსის Blue Origin-მა კომერციულ კოსმოსურ ფრენაზე ადგილი $28 მილიონად გაყიდა

12 ივნ 202122:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 742
ბეზოსის Blue Origin-მა კომერციულ კოსმოსურ ფრენაზე ადგილი $28 მილიონად გაყიდა
Bloomberg

ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა, რომელიც 20 ივლისს კოსმოსურ ფრენას შეასრულებს, ხომალდზე ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონის საშუალებით $28 მილიონად გაყიდა. დაგეგმილი ფრენა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია ადამიანებს კოსმოსში გაამგზავრებს.

აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გახდება ცნობილი. 11 წუთიანი ექსკურსია ტეხასის ქალაქ ვან-ჰორნიდან დაიწყება და ექვსი მგზავრისგან იქნება შემდგარი. Blue Origin-ი ჯერ არ ამხელს, თუ კიდევ ვინ იქნება New Shepard-ის ხომალდზე. ავტომატიზირებული ფრენა იქნება კომპანიის მე-16 განხორციელებული ფრენა, მაგრამ ამავდროულად პირველი, რომელშიც ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.

მდიდარი ტურისტებისთვის კოსმოსში კომერციული ფრენების შესათავაზებლად, Blue Origin-ი ელონ მასკის Space Exploration Technologies-ს და რიჩარდ ბრენსონის მიერ მხარდაჭერილ Virgin Galactic-ს ეჯიბრება.

ხომალდის მომავალ მგზავრებს ურჩევენ კონსულტაცია გაიარონ სამედიცინო სპეციალისტთან სამედიცინო პირობების და ხომალდით ფრენის შესაძლებლობის შესახებ. მგზავრებმა ასევე უნდა წარადგინონ თანხმობა, რომლითაც კოსმოსში ფრენის სხვადასხვა რისკების შესახებ ინფორმირებულობას დაადასტურებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმენი