LIVE

ბეზოსთან ერთად კოსმოსში 18 წლის თინეიჯერი გაფრინდება

16 ივლ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 691
ბეზოსთან ერთად კოსმოსში 18 წლის თინეიჯერი გაფრინდება
BLUE ORIGIN

ყველაზე ასაკოვან ადამიანთან ერთად, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში პირველად თინეიჯერი გაფრინდება. ის ჰოლანდიელი ფინანსისტის 18 წლის შვილი, ოლივერ დაიმენი იქნება. 

ოლივერ დაიმენის მამა Somerset Capital Partners-ის აღმასრულებელი დირექტორია. მან შვილისთვის კოსმოსში გასაფრენი ბილეთი Blue Origin-ის შემდეგი ფრენისთვის იყიდა, თუმცა თავისუფალი ადგილის გამოჩენის შემდეგ, ის პირველივე ფრენას შეუერთდება. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ანონიმური პირი, ვინც ფრენაში $28 მილიონი გადაიხადა, კომპანიასთან პირობებზე ვერ შეთანხმდა და 20 ივლისის ფრენას გამოეთიშა. 

ოლივერ დაიმენმა სკოლა გასულ წელს დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში ფიზიკისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით გეგმავს. 

კოსმოსური ფრენით ოლივერი მთავარ ოცნებას აისრულებს. კოსმოსით, რაკეტებითა და მთვარით ოლივერი 4 წლის ასაკიდან არის გატაცებული.

Blue Origin-ი 20 ივლისს ტეხასის ქალაქ ვან-ჰორნიდან აფრინდება და დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ. სიმაღლეს მიაღწევს. კოსმოსში მოგზაურობა 11 წუთს გაგრძელდება. ცნობილია, რომ New Shepard-ის ხომალდზე ჯეფ ბეზოსთან, მის ძმასთან და ოლივერ დაიმენთან ერთად, კოსმოსში 82 წლის მფრინავი ქალი, უოლი ფანკი გაფრინდება

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმანი