LIVE

მასკი: იუმორით Tesla-ს უფასო რეკლამას ვუკეთებ

21 ივლ 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 874
მასკი: იუმორით Tesla-ს უფასო რეკლამას ვუკეთებ
Win McNamee/Getty Images

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ელონ მასკი ამბობს, რომ იუმორი კომპანიის უფასო რეკლამირებაში ეხმარება. ამის დასტურად მასკს მაგალითად მიმდინარე წლის დასაწყისში საკუთარი თავის აღსაწერად სიტყვა Technoking-ი ("ტექნოლოგიების მეფე") მოჰყავს.  

“თუ ხალხს გავართობთ, ისინი ჩვენ შესახებ ისტორიებს დაწერენ და რეკლამაში ფულის დახარჯვა აღარ მოგვიწევს, რაც ჩვენი მანქანების ფასს შეამცირებს”,- ამბობს მასკი და დასძენს, რომ მას იუმორის კარგი გრძნობა აქვს. 

მასკის იუმორის შესახებ საზოგადოების მოსაზრება არაერთგვაროვანია, განსაკუთრებით 8 მაისის NBC-ის გადაცემა Saturday Night Live-ის წაყვანის შემდეგ. ის ერთ-ერთი სკეტჩის დროს "მარიოს" სერიების ერთ-ერთ პერსონაჟს, ვარიოს განასახიერებდა.  

ამავე შოუში იუმორისტული სკეტჩის დროს კითხვაზე, არის თუ არა Doge აფიორა, მილიარდერმა უპასუხა, რომ დიახ, ის აფიორაა. ამ კომენტარის შემდეგ Dogecoin-ის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბრაიან ეკჰაუსი და კრის დოლმაში