LIVE

SNL-ზე ელონ მასკის ხუმრობის შემდეგ, Dogecoin-ის ფასი 23%-ით შემცირდა

09 მაი 202113:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 1692
SNL-ზე ელონ მასკის ხუმრობის შემდეგ, Dogecoin-ის ფასი 23%-ით შემცირდა
Bloomberg

Dogecoin-ის ფასი რეკორდული 73 ცენტიდან, რომელსაც შაბათს ელონ მასკის SNL-ზე გამოჩენამდე მიაღწია, მცირდება. ციფრული მონეტა ბოლო 24 საათის განმავლობაში 23%-ით გაიაფდა და 55.6 ცენტი შეადგინა.

ფასის ვარდნა ელონ მასკის კომენტარს მოჰყვა. მან SNL-ის იუმორისტული სკეტჩის დროს კითხვაზე არის თუ არა Doge აფიორა(hustle) უპასუხა, რომ დიახ, ის აფიორაა. ამ კომენტარის შემდეგ Dogecoin-ის ფასი რეკორდული ნიშნულიდან მნიშვნელოვნად დაეცა.

საბაზრი კაპიტალიზაციით სიდიდით მეოთხე კრიპტოვალუტა, CoinGecko-ს მიხედვით, წელს 20,000%-ით გაიზარდა. მის ზრდაში წვლილი მიუძღვის ელონ მასკსაც, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აკეთებდა კომენტარებს ციფრული ვალუტის შესახებ, რამაც 2013 წელს შექმნილი კრიპტოვალუტის პოპულარობა მოულოდნელად გაზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსინგერი