
უოლტონის ოჯახის წევრებმა წელს Walmart-ის 16,7 მილიონი აქცია გაყიდეს, რითაც ცდილობენ მსოფლიოს უდიდეს საცალო ვაჭრობის კომპანიაში წილის დაცვას, იმ კომპანიის მიერ აქციების გამოსყიდვის ფონზე.
Walton Family Holdings Trust-მა გასული კვირის განმავლობაში $430 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა. მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან საერთო გაყიდვები თითქმის $2,1 მილიარდს შეადგენს. შეტყობინებები შესაბამის კომისიაში ოჯახის მეორე თაობის წევრების, ალისის, რობ და ჯიმ უოლტონის სახელით შეიტანეს.
ოჯახი ფლობს კომპანიის აქციების დაახლოებით ნახევარს, რაც კონტროლდება მათი მთავარი საინვესტიციო კომპანიის Walton Enterprises-ის მეშვეობით.
ბოლოდროინდელი გაყიდვებით, უოლტონების ოჯახი ცდილობს სათანადო ბალანსის შენარჩუნებას Walmart-ში საოჯახო და არასაოჯახო საკუთრებაზე, რაც დროთა განმავლობაში ანაზღაურებს მისი საკუთრების პროცენტულ ზრდას და ხელს უწყობს საქველმოქმედო შენატანების დაფინანსებას.
2015 წლიდან, აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამის დაწყების შემდეგ, Walmart-მა შეიძინა $37.4 მილიარდის ღირებულების აქციები.
ამ პერიოდში აქციების ფასმა 64%-ით იმატა. ამით, ოჯახის საერთო ქონება $216 მილიარდით გაიზარდა, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი უკავშირდება Walmart-ის აქციებს.
მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, აშშ-ს საჯარო კომპანიებმა $29,4 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდეს. ჯეფ ბეზოსმა, ამ დროისთვის ჯამში $6.7 მილიარდი გაანაღდა Amazon-ში მისი კუთვნილი წილისგან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევონ პენდელტონი