LIVE

ბეზოსმა კიდევ $2,4 მილიარდის Amazon-ის აქციები გაყიდა

09 მაი 202112:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
ბეზოსმა კიდევ $2,4 მილიარდის Amazon-ის აქციები გაყიდა
Andrew Harrer/Bloomberg

ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის $2.4 მილიარდი ღირებულების აქციები გაყიდა, რითაც ამ კვირაში მის მიერ განაღდებულმა თანხამ თითქმის $5 მილიარდს მიაღწია.

ბეზოსმა 739,032 აქცია გაყიდა, მას შემდეგ, რაც იგივე მოცულობის თანხა იზარალა წინასწარ გეგმასთან შედარებით. მან კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ 2 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Amazon-ის 10% -ზე მეტის მფლობელია, რაც მისი $192.1 მილიარდიანი ქონების ძირითადი წყაროა.

1997 წელს Amazon საჯარო კომპანია გახდა და 15 წლის განმავლობაში ბეზოსმა ონლაინ კომერციის გიგანტის მეხუთედი დაახლოებით $2 მილიარდად გაყიდა. ბოლო წლების განმავლობაში Amazon-ის აქციების ღირებულება იმდენად გაიზარდა, რომ ახლა მას შეუძლია შედარებით მცირე რაოდენობის აქციების გაყიდოს მილიარდობით დოლარად. გასულ წელს ბეზოსმა $10 მილიარდზე მეტი ღირებულების აქცია გაასხვისა.

2020 წელს, Amazon-ის ფასმა 76%-ით მოიმატა, რადგან Covid-19 პანდემიამ სტიმული მისცა მომხმარებლებს, უფრო აქტიურად ესარგებლათ ონლაინ ვაჭრობით. წელს აქციები 1.1% -ით არის გაზრდილი.

ამაზონის დამფუძნებელმა აქციების გაყიდვით მიღებული თანხა სარაკეტო კომპანია Blue Origin-ის დასაფინანსებლად გამოიყენა. მან აგრეთვე $10 მილიარდი გამოყო „დედამიწის ფონდისთვის", რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობს.

ასევე, ბეზოსი მალე მიიღებს ნიდერლანდებში წარმოებულ, 127 მეტრის სიგრძის სუპერიახტას, რომელსაც რამდენიმე გემბანი და სამი უზარმაზარი ანძა ექნება.

ბეზოსის სიმდიდრეს ყველაზე დიდი დარტყმა განქორწინებამ მიაყენა, როდესაც ქონების გაყოფის შედეგად, მისმა ყოფილმა მეუღლემ Amazon-ის 4% მიიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თომ მელონი