
Microsoft-ის საბაზრო ღირებულებამ ისტორიულ მაჩვენებელს - $3 ტრილიონს მიაღწია.
ოთხშაბათის ვაჭრობაში კომპანიის აქციის ფასი 1,7%-ით $405,63-მდე გაიზარდა. თუმცა მოგვიანებით უკან დაიხია და 0,9%-იანი ზრდით, კომპანიის საერთო ღირებულებამ $2,99 ტრილიონი შეადგინა.
Microsoft-მა ცოტახნის წინ გადაუსწრო Apple-ს, რომელიც გასულ წელს $3 ტრილიონიანი ღირებულების პირველი კომპანია გახდა.
Microsoft-ის ზრდა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართ ინვესტორების მზარდ დაინტერესებას ასახავს. Microsoft-ი, რომელიც ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ს უმსხვილესი ინვესტორია, AI-ს ერთ-ერთ უდიდეს ბენეფიციარად მიიჩნევა.
„ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Google და Meta მუშაობენ AI-ს მონეტარიზაციის გზებზე, თუმცა Microsoft-ი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამას რეალურად აკეთებს ChatGPT-ის მხარდაჭერით“, - განაცხადა ბრაიან მალბერიმ, Zacks Investment Management-ის მომხმარებელთა პორტფოლიოს მენეჯერმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, AI-ზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გრძელვადიან პერიოდში, Microsoft-ის შემოსავლებიც გაიზრდება. 2024 ფისკალურ წელს შემოსავლების ზრდა 15%-ით არის მოსალოდნელი.