LIVE

Microsoft-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

13 იან 202410:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 309
Microsoft-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

Microsoft-ი გახდა ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, რომლის აქციები საჯაროდ ივაჭრება.

Bloomberg-ის თანახმად, ტექნოგიგანტის 1 აქციის ფასი $388-ს შეადგენს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $2.89 ტრილიონია. ამ მაჩვენებლით ის უსწრებს Apple-ს, რომლის ღირებულება $2.88 ტრილიონია. Apple-ის 1 აქციის ფასი $185-ია. 

ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით, გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა Microsoft-ისთვის.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ, რომელმაც განახორციელა მრავალმილიარდიანი ინვესტიცია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კიდევ უფრო გააძლიერა კავშირები ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-თან.  

თავის მხრივ, Apple არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები ნაწილობრივ იკლებს, რაც, სავარაუდოდ, ჩინეთის ხელისუფლების შეზღუდვებს უკავშირდება. ამ ფონზე ქვეყნის ბაზარზე პოზიციას იმყარებს სმარტფონების ადგილობრივი მწარმოებელი Huawei.

გარდა ამისა, Apple-მა აშშ-ში თავისი ჭკვიანია საათების გაყიდვა როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში ახლახან განაახლა. ITC-მ ოქტომბერში დაადგინა, რომ Apple-მა სამედიცინო ტექნოლოგიური კომპანია Masimo-ს სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრის ტექნოლოგია გამოიყენა. ამის საფუძველზე, კომპანიამ Apple Watch-ის მე-9 სერიისა და Ultra 2-ის გაყიდვები ონლაინ მაღაზიებში 21 დეკემბრიდან, ფიზიკურ სივრცეში რეალიზება კი 25 დეკემბრიდან შეაჩერა.