Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, გასული წლის 9 თვეში ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლების 15%-ით, 998.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია, შემოსავლები სამ უმსხვილეს კომპანიას შორის ასე ნაწილდება:
- Magticom - შემოსავალი ₾476 მილიონი, სექტორის შემოსავლების 47.7%;
- Silknet – ₾349 მილიონი, 35%;
- Cellfie (ყოფილი Beeline) - ₾93 მილიონი, 9.3%.
შემოსავლების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მობილური სეგმენტი იყო. უფრო დეტალურად, 2013 წლის 9 თვის მონაცემებით, ბაზრის შედეგები ასეთია:
- მობილური სერვისებიდან შემოსავლებზე მთლიანი შემოსავლების 58.3% მოდის. წლიურად ამ სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი 15.2%-ით გაიზარდა და 582.3 მლნ. ლარს გაუტოლდა. ეს ძირითადად განპირობებულია აბონენტების რაოდენობის ზრდით, ტარიფის ზრდით და მობილური ინტერნეტის მოხმარების მატებით. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს მობილური მიმართულებიდან გენერირებული შემოსავალი 2021 წლის შემდეგ სტაბილურად ეზრდებათ, რამდენადაც კომუნიკაციების კომისიის საცალო ტარიფის რეგულირებიდან გამოსვლის შემდეგ, მობილურ ოპერატორებს ფასების გაზრდის საშუალება მიეცათ.
- ფიქსირებული ინტერნეტიდან მიღებული შემოსავლები ასევე გაიზარდა, წლიურად 19.7%-ით, ტარიფის მატების ფონზე და 290.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 29.1%-ია.
- ასევე ტარიფების ზრდა სახელდება ტელევიზიიდან მიღებული შემოსავლების წლიურად 7%-ით ზრდის მიზეზად, რამაც 107.4 მილიონი და შესაბამისად, მთლიანი შემოსავლების 10.8% შეადგინა.
- საპირისპიროდ, წლიურად 6.8%%-იანი კლება დაფიქსირდა მობილური ზარებიდან შემოსავალზე, რაც აბონენტების რაოდენობის კლებას უკავშირდება. ამ მიმართულებით შემოსავალი 18.2 მილიონი ლარი იყო, რაც მთლიანი შემოსავლების 1.8%-ია.