LIVE

3 აგვისტოდან "მაგთი" ტარიფებს აძვირებს

30 ივნ 202217:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 6481
3 აგვისტოდან "მაგთი" ტარიფებს აძვირებს

3 აგვისტოდან „მაგთი“ ტარიფებს აძვირებს. კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტარიფის ცვლილება მობილურ აბონენტებთან ერთად, ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლებსაც შეეხებათ.

კერძოდ, მობილური მომსახურებაში შემდეგი ცვლილება შედის:

  • ულიმიტო ინტერნეტ-თვე 2 ლარით, ₾32-მდე ძვირდება;
  • ულიმიტო ინტერნეტ-კვირა 7 ლარის ნაცვლად ₾9 ეღირება;
  • ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამის ტარიფი 1.5 ლარის ნაცვლად ₾2 იქნება.

რაც შეეხება სტანდარტულ ტარიფს, 3 აგვისტოდან მოქმედი განახლებული პირობები შემდეგია:

ფიქსირებული მომსახურების შემთხვევაში, ოპტიკური ინტერნეტისთვის შემდეგი პირობები იმოქმედებს: მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე.

ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი / 30 დღე. აქციის მოქმედების ვადა - 30.11.22-ის ჩათვლით.

ამასთან, მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი ინტერნეტი+ტელევიზია პაკეტით, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით - 30 მბ/წმ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ტარიფები გარკვეული მიმართულებით წლის დასაწყისშიც გაზარდა. კერძოდ, თებერვალში გაძვირდა მობილური ინტერნეტი - გაუქმდა ულიმიტო 25-ლარიანი პაკეტი და 10 თებერვლიდან ხელმისაწვდომია 30 ლარიანი კოქტეილი (ულიმიტო წუთები და SMS-ები, 3000 MB ინტერნეტი), ულიმიტო ინტერნეტ კვირა 2 ლარით, 7 ლარამდე გაძვირდა, ულიმიტო დღე-ღამე კი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი 50 თეთრი გახდა.  

28 თებერვლიდან 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები გააძვირა "სილქნეტმაც". ამასთან, თებერვალში "ბილაინმა" სტანდარტულ სასაუბრო ტარიფი გააძვირა.

კომპანიებმა რიგი მიმართულებით ტარიფების გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს განაცხადი, მაგრამ მაშინ, კომუნიკაციების კომისიის ჩარევით ტარიფები არ გაძვირდა, თუმცა უკვე გასული წლიდან გაუქმდა სატარიფო კონტროლი და შესაბამისად ტარიფების ცვლილება მარეგულირებლის ნებართვას აღარ საჭიროებს, თუმცა საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიას კვლავ შეუძლია კომპანიებს ტარიფების ზრდა შეუზღუდოს, თუ დადგინდება, რომ ადგილი აქვს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და მომხმარებლის ინტერესების შეზღუდვას.