LIVE

„ორბი ჯგუფი“ ბახმაროში სარეკრეაციო ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

28 დეკ 202317:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 269
„ორბი ჯგუფი“ ბახმაროში სარეკრეაციო ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

სივრცით და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ბრძანებით, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც მაცნეზე გამოქვეყნდა, მრავალფუნქციურ კომპლექსს "ორბი ჯგუფი“ ააშენებს. საპროექტო ტერიტორიის ფართი კი 52 721 კვადრატული მეტრია.

პირველ ეტაპზე, სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, შემდეგ მიწისქვეშა ავტოსადგომები, სპორტული მოედნები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მესამე ეტაპზე კი მისასვლელი გზები, სარეკრეაციო სივრცეები და ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.

ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადით არის გათვლილი და მისი დასრულება 2025 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

“ორბი ჯგუფმა” სახელმწიფოსგან ბახმაროში მიწა 1 ლარად, კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით, 2019 წელს იყიდა.