LIVE

ნარმანია: სემეკი ყურადღებით დააკვირდება GWP-ის საქმიანობას, წყლის მიწოდების ნაწილში

28 დეკ 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 240
ნარმანია: სემეკი ყურადღებით დააკვირდება GWP-ის საქმიანობას, წყლის მიწოდების ნაწილში

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომისია ყურადღებით დააკვირდება GWP-ის საქმიანობას, რომ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა მოსახლეობისთვის და კომერციული სექტორისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესების ნაწილში აისახოს. 

ნარმანიას განცხადებით, სემეკმა 45 მილიონი ლარი არ გაითვალისწინა კომპანიის ხარჯებში, რაც მოსახლეობისთვის ტარიფის უცვლელად შენარჩუნების საფუძველი გახდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) მხრიდან საკმაოდ სეროზული ინვესტიციები განხორციელდება, როგორც დედაქალაქში ასევე მცხეთაში და რუსთავში. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიები. სემეკი ყურადღებით დააკვირდება კომპანიის საქმიანობას, რომ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა მოსახლეობისთვის და კომერციული სექტორისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესების ნაწილში აისახოს.

კომპანიის მოლოდინი იყო მეტი, თუმცა კომისიამ ერთი გაწერა საინვესტიციო გეგმა და მხოლოდ ოპტიმალური შეიმუშავა. 45 მილიონი ლარი არ გაითვალისწინა კომპანიის ხარჯებში, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ მოსახლეობისთვის სამი წლით პრაქტიკულად უცვლელი ტარიფები შეგვენარჩუნებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიფების უფრო მეტი ზრდა იქნებოდა,“ - აცხადებს ნარმანია.

შეგახსენებთ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“  წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები გაიზარდა. ტარიფების ზრდა კომპანიის მიერ დაგეგმილ ინვესტიციას უკავშირდება.