LIVE

Spotify თანამშრომლების 17%-ს ამცირებს

04 დეკ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 259
Spotify თანამშრომლების 17%-ს ამცირებს

Spotify, შემოსავლების ნელი ზრდის ფონზე, თანამშრომელთა 17%-ს ამცირებს. კომპანიის განცხადებით, 1 500 თანამშრომელი გათავისუფლების შესახებ ცნობას დღეს მიიღებს.

კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, დენიელ ეკის განცხადებით, ბოლო დროის გაუმჯობესებული შედეგების ფონზე, ასეთი მასშტაბის შემცირება შესაძლოა გასაკვირი იყოს, თუმცა დასძენს, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის დასახულ მიზანსა და არსებულ ოპერაციულ ხარჯებს შორის დიდი განსხვავებაა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში უდიდესი ძალისხმევა ჩავდეთ, რათა Spotify გვექცია დიდ და მდგრად ბიზნესად. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მივაღწიოთ მთავარ მიზანს - გავხდეთ მსოფლიოში წამყვანი აუდიო კომპანია, რომელიც მუდმივად მზარდი იქნება.

მკვეთრად შენელდა ეკონომიკური ზრდა, კაპიტალი კი გაძვირდა, რაც Spotify-ზეც აისახება“,- წერს დენიელ ეკი.

Spotify-ს შემოსავლებმა III კვარტალში €3.4 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 11%-იანი მატება იყო. ამავე კვარტალში კომპანია მოგებაზე გავიდა და საოპერაციო შემოსავლებმა €32 მილიონს მიაღწია.

ცნობისთვის, კომპანიამ თანამშრომლები წელს უკვე მესამედ შეამცირა  - იანვარში 600, ხოლო ივნისში 200 დასაქმებულს მოუწია სამსახურის დატოვება.