Spotify Technology 600-მდე თანამშრომელს ათავისუფლებს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია დასაქმებულების რიცხვს დაახლოებით 6%-ით ამცირებს.
Spotify-ის განცხადებით, ფართო რეორგანიზაციის ფარგლებში, კომპანიას ტოვებს შინაარსისა და სარეკლამო ბიზნესის მთავარი ოფიცერი დონ ოსტროფი.
მე-3 კვარტლის ანგარიშის თანახმად, მუსიკის სტრიმინგის გიგანტს დაახლოებით 9,800 დასაქმებული ჰყავს. კომპანიამ 38 თანამშრომელი Gimlet Media და Parcast პოდკასტის სტუდიებიდან ოქტომბერში უკვე გაათავისუფლა.
კომპანიის აქციები დღეს ნიუ-იორკში დილის ვაჭრობაში 3.9%-ით გაიზარდა, თუმცა საერთო ჯამში, 2021 წლის ბოლოდან მისი აქციები 58%-ით გაუფასურდა.
ამ გადაწყვეტილებით Spotify უერთდება ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა Amazon.com, Meta Platforms, Alphabet, Microsoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.