Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა 15.3%-ით მოიმატა.
გაზრდილი ფასების პარალელურად, შემცირდა მოთხოვნა (-7.5%).
„მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება მშენებლობების გაზრდილი რაოდენობის ფონზე“, - აცხადებენ Colliers Georgia-ში.
რაც შეეხება მხოლოდ ოქტომბრის მონაცემებს, გასულ თვეში თბილისში 3 387 ბინა გაიყიდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციები 20%-ით შემცირდა. ბაზრის ზომამ კი 10%-ით, 216 მლნ აშშ დოლარამდე იკლო.