Apple ჩიპებზე გაზრდილი ფასის გამო საკუთარ მოწყობილობებს აძვირებს.
- MacBook Neo-ს საწყისი ფასი $599-დან $699-მდე იზრდება
- MacBook Air 512 GB-ის ფასი $1,099-დან $1,299-მდე
- MacBook Pro 1 TB $1,699-ის ნაცვლად $1,999 ეღირება
- iPad Air-ს 128 GB-ის ფასი $599-ის ნაცვლად $749 იქნება
- iPad Pro $999-დან $1199-მდე გაძვირდა
ელექტრონიკის მწარმოებელი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ამბობს, რომ ვეღარ დაიცავს მომხმარებელს ფასების ზრდისგან, მაშინ როცა მეხსიერების ბარათები სულ უფრო მეტად უძვირდება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიერ მონაცემთა ცენტრების გაცხარებული განვითარების ფონზე.
ფასების ზრდა ჯერჯერობით არ შეეხო კომპანიის შემოსავლის მთავარ წყაროს - iPhone-ს, თუმცა ანალიტიკოსები ელიან, რომ შემდეგი სწორედ ის იქნება და კომპანია მის ფასსაც გაზრდის მომდევნო თვეებში.
Apple-ის ეს ნაბიჯი და განცხადება, რომ ფასებს ვეღარ აკავებს, თავისთავად იმის ნიშანია, რომ თუ ბაზრის ყველაზე გავლენიანმა კომპანიამაც კი ვერ აიცილა გაძვირებული ჩიპების ეფექტის მომხმარებელზე გადატანა, მაშინ რა ელით სმარტფონების და პერსონალური კომპიუტერების ნაკლებ გავლენიან მწარმოებლებს.
ფაქტია, რომ მეხსიერების ბარათების მწარმოებლები როგორიცაა მაგალითად ბოლო თვეებში არჩევანს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების სასარგებლოდ სასარგებლოდ აკეთებენ მაგალითად ისეთი დამკვეთებისთვის, როგორიცაა Nvidia. ამ ტიპის შეკვეთების შესრულება მოცულობის და ღირებულების გამო მათთვის მომგებიანია, თუმცა ელექტრონიკის მწარმოებლებისთვის მიწოდებას მკვეთრად ამცირებს და შესაბამისად, ფასებსაც ზრდის.
"კომპონენტების ფასის ასეთი მკვეთრი და სწრაფი ზრდა არასდროს გვინახავს. აქამდე მომხმარებელს ვარიდებდით ფასის ზრდას, მაგრამ ისეთ მომენტს მივაღწიეთ, როცა გვიწევს დავიწყოთ რიგი პროდუქტების გაძვირება" განაცხადა Apple-მა.
გარდა MacBook-ისა და iPad-სა კომპანიამ ასევე გააძვირა HomePod-ის ჭკვიანი სპიკერის ორივე ვერსია და Apple TV-ის სეტ ტოპ ბოქსიც.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ Apple-ის აქციებზე ფასი 5%-ით დაეცა, ხოლო მისი კონკურენტის Dell-ის 8%-ით, რადგან გაჩნდა მოლოდინი რომ კონკურენტებს კიდევ უფრო მეტად მოუწევთ ფასების გაზრდა, ვიდრე Apple-ს, რომელსაც მიწოდების ჯაჭვი ყველაზე ეფექტიანად აქვს აწყობილი, შესაბამისად ყველაზე მეტად დაცული იყო ჩიპების გაძვირების ეფექტის გადაცემისგან.
DRM ჩიპების ფასი, რომელიც ყველა თანამედროვე ტექნოლოგიურ გაჯეტებში გამოიყენება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 98%-ით გაძვირდა და ნავარაუდევია, რომ კიდევ დაახლოებით 60%-იან გაძვირებას ვიხილავთ მიმდინარე კვარტალში.
ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება მობილური მოწყობილობების გაყიდვებზე. IDC-ის პროგნოზით, სმარტფონების ბაზარი წელს გაყიდვების ისტორიულად დიდ ვარდნას იხილავს, რაც 14%-ს უტოლდება, ხოლო პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების კლება 11.3%-ზეა ნავარაუდევი.