LIVE

ოქტომბერში თბილისში 3 387 ბინა გაიყიდა - წლიური კლება 20%-ია

15 ნოე 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 546
ოქტომბერში თბილისში 3 387 ბინა გაიყიდა - წლიური კლება 20%-ია

2023 წლის ოქტომბერში თბილისში 3 387 ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციები 20%-ით შემცირდა. ბაზრის ზომამ კი 10%-ით, 216 მლნ აშშ დოლარამდე იკლო.

თბილისში ახალ პროექტებში ბინების გაყიდვები წლიურად 19%-ით შემცირდა, ძველ პროექტებში კი - 22%-ით.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13%-იანი და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

10 თვეში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 24%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი ფასმა 17%-ითა და 16%-ით მოიმატა.