LIVE

კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ - კვლევა

08 ოქტ 202313:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ - კვლევა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა, თუმცა ზოგიერთი დასავლური კომპანია აგრესორ ქვეყანაში მუშაობას კვლავ განაგრძობს.

იელის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კომპანიების საქმიანობას აკვირდება. ანგარიშის თანახმად, ქვეყანა სრულად 1028 კომპანიამ დატოვა, მათგან 32% ამერიკული, 10.6% ბრიტანული, 7.8% გერმანული, 4.8% ფინური, 4.7% კი იაპონურია. 

იმ კომპანიებს შორის, რომლებიც რუსეთში საქმიანობას განაგრძობენ, არიან: Alibaba, Benetton, Calzedonia, Emirates Airlines, Pegasus, Qatar Airways, Turkish Airlines, UniCredit, Gorenje, Guess, Lacoste და სხვა. ასევე ონლაინ ვაჭრობას აგრძელებენ Colin's, Clarins და ა.შ.

რუსეთის დატოვების დაპირების მიუხედავად, ქვეყანაში მუშაობას აგრძელებს Burger King-იც. Restaurant Brands International (RBI), რომელიც სწრაფი კვების ქსელის ფრენჩაიზის ბიზნესის 15%-ს ფლობს, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის დატოვების შესახებ სიახლე არ აქვთ. საზოგადოების ნაწილი RBI-ს "პუტინის რეჟიმის შენარჩუნებაში" ადანაშაულებს.

გასულ კვირას რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ OVS რუსეთში პირველი მაღაზიის გახსნისთვის ემზადება

რუსეთმა დასავლური კომპანიების შესანარჩუნებლად, ბაზრიდან გასვლის მსურველებისთვის მკაცრი პირობები დააწესა, რამაც კომპანიების ნაწილს ქვეყანაში ბიზნესის გაყიდვა გაურთულა. მიმდინარე წლის დასაწყისში კრემლმა კონტროლის მექანიზმი კიდევ უფრო გაზარდა. ვლადიმირ პუტინის განკარგულების თანახმად, თუ კომპანიები, საომარი მდგომარეობის პერიოდში, დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მაშინ სახელმწიფოს შეეძლება, რომ მის მფლობელებსა და აქციონერებს უფლებამოსილება შეუჩეროს. ასეთ ვითარებაში კომპანია გარე მენეჯმენტის მართვის ქვეშ გადავა. 

პარალელურად, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო ადგენს იმ კომპანიების სიას, რომლებიც რუსეთის ბაზარზე მუშაობას აგრძელებენ. აგვისტოს მონაცემებით, "ომის სპონსორების" სია 36 კომპანიას მოიცავს. მათ შორისაა ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა PepsiCo, MarsJapan Tobacco International (JTI) და Philip Morris International და სხვა.