LIVE

OVS რუსეთში მაღაზიების გახსნისთვის ემზადება - რუსული მედია

30 სექ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 637
OVS რუსეთში მაღაზიების გახსნისთვის ემზადება - რუსული მედია

TASS-ის ინფორმაციით, OVS რუსეთში პირველი მაღაზიის გახსნისთვის ემზადება. რუსული სახელმწიფო გამოცემის თანახმად, ბრენდის ლოგოთი გამოსახული ვიტრინა VEGAS Crocus City სავაჭრო და გასართობ კომპლექსში გამოჩნდა.

Crocus Group-ის პრესსამსახურმა TASS-ს დაუდასტურა, რომ OVS-ის ბრენდის ქვეშ პირველი მაღაზიის გახსნა ნოემბერში იგეგმება. ორსართულიანი მაღაზია დაახლოებით 780 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. 

მთლიანობაში წელს რუსეთში ბრენდის შვიდი მაღაზიის გახსნა იგეგმება, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის ქსელის მენეჯმენტი საცალო მაღაზიების რაოდენობის 50-მდე გაზრდას აპირებს. 

OVS იტალიის საფონდო ბირჟაზე 2015 წლის მარტში გავიდა, 2022 წელს მისმა გაყიდვებმა 1,513 მილიონი ევრო შეადგინა.