LIVE

სებ-ის მიერ დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა

21 სექ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
სებ-ის მიერ დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.29 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6879 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.06 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8637 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 22 სექტემბრის ჩათვლით იქნება.    

ინფორმაციისთვის, ეროვნულმა ბანკმა ორ დღეში სულ 57 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. კერძოდ, 37 150 000 აშშ დოლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე გაიყიდა, 20 000 000 აშშ დოლარი კი - გუშინდელზე

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.