LIVE

ეროვნულმა ბანკმა $37 150 000 გაყიდა

21 სექ 202316:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 319
ეროვნულმა ბანკმა $37 150 000 გაყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.6884 ლარი იყო.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე გასაყიდად 50 000 000 აშშ დოლარი გამოიტანეს.

ინფორმაციისთვის, ეროვნულმა ბანკმა ორ დღეში სულ 57 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. კერძოდ, გუშინდელ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ლარი უფასურდება 

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.