
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
"2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა",- აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენცია ლარის გაუფასურებას მოჰყვა. 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.38 თეთრით, ევროსთან კი 3.60 თეთრით გაუფასურდა.