LIVE

ლარი უფასურდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.70 ლარი ღირს

21 სექ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 353
ლარი უფასურდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.70 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ლარი უფასურდება. 

კერძოდ, ბოლო დღე-ნახევარში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით 5 თეთრით გაუფასურდა და ამჟამად 1 დოლარი 2.70 ლარად ივაჭრება, მაშინ, როდესაც 19 სექტემბერს 1 დოლარის ღირებულება 2.6474 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.38 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6750 ლარი შეადგინა. ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ლარმა გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.