
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.38 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6750 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.60 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8631 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 21 სექტემბრის ჩათვლით იქნება.