LIVE

ნიუ-იორკში ცხოვრება კიდევ უფრო ძვირდება

16 აგვ 202310:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 737
ნიუ-იორკში ცხოვრება კიდევ უფრო ძვირდება

აგვისტოში ნიუ-იორკში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკი მსოფლიოს უძვირესი ქალაქების სიაში ყოველთვის ისედაც ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. 

ნიუ-იორკში ფასების ზრდა, პირველ რიგში, საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება: ქალაქის მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 15 ცენტით გაძვირდება. აღსანიშნავია, რომ ივნისში ნიუ-იორკის მეტროთი მგზავრობა, წლიურ დონეზე, 2.5%-ით იყო გაძვირებული.

ამას გარდა, გაიზრდება ელექტროენერგიის გადასახადიც. ყოველთვიურად საშუალო ნიუ-იორკელს დაახლოებით $15-ით მეტის გადახდა მოუწევს ელექტროენერგიაში.

ქალაქში რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა ბინების ქირაობის ფასებიც.

კიდევ უფრო გაიზრდება გარეთ სადილის ღირებულება, რაც ივნისში, წინა წელთან შედარებით, უკვე 7%-ით იყო გაძვირებული. ნიუ-იორკის ცნობილი პიცის კლასიკური ერთი ნაჭერიც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე წარსულში. 

2022 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე ნიუ-იორკში ფასები საშუალოდ 6.4%-ით გაიზარდა, რაც აშშ-ის ცენტრალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ დადგენილი ინფლაციის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. ამის მიზეზი კი შრომის ბაზარი, ხელფასების ზრდა, მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და სხვა გარემოებებია, რომელთა შედეგად ნიუ-იორკში სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. ამას გარდა, ინფლაციის მიზეზად სახელდება Fed-ის მიერ ეკონომიკური ზრდის ზედმეტად მასტიმულირებელი პოლიტიკა, რომლის მიზანი პოსტპანდემიურ პერიოდში რეცესიისაგან თავის აცილებაა.