LIVE

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები მდიდრული ცხოვრებისთვის - სია

24 ივნ 202319:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 547
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები მდიდრული ცხოვრებისთვის - სია

მსოფლიოში მდიდრულად ცხოვრებისთვის ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში სინგაპურმა პირველი ადგილი დაიკავა. სიას შვეიცარიული კერძო საბანკო ჯგუფი Julius Baer-ი აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ სინგაპური ჯერ კიდევ 2022 წელს ამ სიაში მხოლოდ მეხუთე ადგილზე იყო. მიუხედავად ამისა, სინგაპური აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ადგილი აზიაში, სადაც პანდემიის დროს საზღვრები გაიხსნა. იგი საცხოვრებლად განსაკუთრებით მდიდარ ადამიანებს იზიდავს. ქალაქში ცხოვრების მაღალი სტანდარტია, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ ცხოვრება იაფი ვერ იქნება: საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მანქანები 133%-ით ძვირი ღირს, ვიდრე გლობალურად; ხოლო სოციალური სერვისების და ჯანმრთელობის დაზღვევის ფასიც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე 109%-ით მაღალია.

Julius Baer Group-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, მდიდრული ცხოვრებისთვის აზია მსოფლიოში ყველაზე ძვირი რეგიონია. 25 უძვირესი ქალაქიდან პირველი სამი - სინგაპური, შანხაი და ჰონგ-კონგი - სწორედ აზიაშია.

სიაში მეოთხე ადგილს ლონდონი იკავებს. ანგარიშის თანახმად, ბრექსიტის შემდეგ ლონდონს უჭირს, კონკურენცია გაუწიოს ისეთ ფინანსურ ცენტრებს, როგორებიც დუბაი და სინგაპური არიან. აღნიშნულ სიაში მეხუთე ადგილზე აშშ-ის უდიდესი ქალაქი, ნიუ-იორკი მოხვდა. 

ანგარიშის თანახმად, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა ყველაზე შეღავათიანი და ხელმისაწვდომი რეგიონებია საცხოვრებლად. ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში, მაგალითისთვის, პარიზი მეცამეტე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ციურიხმა მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ ტოპ 10-ში პირველად მოხვდა დუბაი; იგი სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს. ემირატებში მიმდინარე წელს ბევრი მდიდარი ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად, რამაც ქალაქში ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. 

საბოლოოდ, Julius Baer Group-ის ყველაზე ძვირი ქალაქების სია შემდეგნაირად გამოიყურება: 

1) სინგაპური

2) შანხაი

3) ჰონგ-კონგი

4) ლონდონი

5) ნიუ-იორკი

6) მონაკო

7) დუბაი

8) ტაიპეი

9) სან-პაულო

10) მაიამი

11) ბანგკოკი

12) ჯაკარტა

13) პარიზი

14) ციურიხი

15) ტოკიო