LIVE

დეგნანი აშშ-ში პირდაპირ ფრენებზე: იმედი მაქვს, მალე იქნება

13 ივლ 202317:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 536
დეგნანი აშშ-ში პირდაპირ ფრენებზე: იმედი მაქვს, მალე იქნება

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ძალიან მალე იქნება. ამის შესახებ ელჩმა Facebook ლაივში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურია.

"ჩვენ ვმუშაობთ ბევრს იმისთვის, რომ პირდაპირი რეისები დაინიშნოს. ყველა ვინც, მგზავრობს აშშ-ის მიმართულებით, ხვდება რა დიდებული იქნება პირდაპირი ფრენა, რომელიც ასევე ხანგრძლივი იქნება.  არსებობდა გარკვეული ინტერესი 2019 წელს, სანამ პანდემია დაიწყებოდა და ამ შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის პერსპექტივითაც, რომ მოიძებნოს შესაბამისი კომპანია, რომელიც დათანხმდება, რომ იმუშაოს ამ საკითხზე ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით. მართლაც, ძალიან კარგი იქნება ეს", - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. 

საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის აპრილში დააანონსა.

ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების მიზნით 2019 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც United Airlines-ს, American Airlines-ს და Delta AirLines-ს შეხვდა. როგორც თურნავა აცხადებდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები მიმზიდველია.