LIVE

მოსკოვიდან პირველი რეისი შესრულდა - Azimuth-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა

19 მაი 202313:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
მოსკოვიდან პირველი რეისი შესრულდა - Azimuth-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან მომავალი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. 

რუსული Azimuth-ის Sukhoi Superjet 100-95B-ის ბორტზე 70 მგზავრი იმყოფება. 

რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტით დახვდნენ. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა 15 მაისს უკვე გასცა რუსულ ავიაკომპანიაზე.

სააგენტოს განცხადებით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის მიერ ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის ხაზზე, 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას.

ცნობილია, რომ მოსკოვის მიმართულებით და უკან პირდაპირ რეისებს Georgian Airways-იც შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება