
პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულის და სხვა ზოგიერთი პროდუქტის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა Facebook-ზე დაწერა.
მისივე განცხადებით, ამ თემის განსახილველად დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და შეხვედრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სლოვაკეთს უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის შეჩერების მიზეზი არ დაუზუსტებია.
ადგილობრივი წარმოების დაცვის მიზნით, გასული კვირის პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინული სურსათისა და მარცვლეულის პროდუქტების ტრანზიტი აკრძალეს.
უნგრეთისა და პოლონეთის ეს ნაბიჯი დაგმო ევროკავშირმა. ევროკომისიამ ის ერთპიროვნულ და “მიუღებელ” გადაწყვეტილებად შეაფასა.
იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები უკრაინის მიმართ სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე არ აისახება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთმა უკრაინას 13 MiG 29 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა.