LIVE

I კვარტალში ქუთაისის აეროპორტი 256 213 მგზავრს მოემსახურა

07 აპრ 202312:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 440
I კვარტალში ქუთაისის აეროპორტი 256 213 მგზავრს მოემსახურა

2023 წლის I კვარტალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 256 213 მგზავრსა და 854 ავიარეისს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მხოლოდ მარტის მონაცემებს, გასულ თვეში ქუთაისის აეროპორტით 91 802-მა მგზავრმა ისარგებლა. 2019 წლის მარტთან შედარებით, მგზავრთნაკადი 72%-ით გაიზარდა.

მარტში ასევე მოიმატა ავიარეისების რაოდენობამ. 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეისები 64%-ითაა გაზრდილი. ერთ თვეში აეროპორტი სულ 304 რეისს მოემსახურა.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია, 17 ქვეყნის, 28 მიმართულებით ოპერირებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.