LIVE

ალმათი - ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

13 თებ 202316:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 804
ალმათი - ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

4 ივნისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას დაიწყებს. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულეს. გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იქნება შესაძლებელი.

„ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი - სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატება ივნისიდან ჩვენს აეროპორტს. რითაც ქუთაისიდან ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამ ეტაპზე, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირ რეგულარულ ფრენებს დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს.