LIVE

ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა მარტში, შესაძლოა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს

05 მარ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 380
ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა მარტში, შესაძლოა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს

ჩინეთში რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტმა მიმდინარე თვეში, შესაძლოა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს.

ტანკერების თვალთვალის მონაცემები აჩვენებს, რომ 43 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი, საიდანაც დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ESPO Blend, ხოლო 11 მილიონი ბარელი ურალის ტიპის ნავთობია, ჩინეთში მარტში ჩავა. 

ტანკერების გადაადგილების მონაცემების თანახმად, რუსეთის საზღვაო ნავთობის იმპორტის წინა რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის ივნისში დაფიქსირდა და ის 42.4 მილიონ ბარელს შეადგენდა.

ტვირთების უმეტესობა შეიძინეს ჩინეთის დამოუკიდებელმა გადამამუშავებელმა ქარხნებმა, რომლებიც საზღვაო რუსული ნავთობის უფრო დიდი მომხმარებლები არიან, ვიდრე სახელმწიფო იმპორტიორები.

ჩინეთის შესყიდვების ზრდა, ისევე, როგორც ინდოეთის მხრიდან რუსულ საწვავზე მოთხოვნის ზრდა, გამოწვეულია მკვეთრი ფასდაკლებით. 

დასავლეთის მიერ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთი ცდილობს დანაკლისი ალტერნატიული ბაზრებით შეავსოს. ნავთობისა და გაზის საგადასახადო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იანვარში 46%-ით შემცირდარამაც ხელი შეუწყო ბიუჯეტის უდიდეს დეფიციტს ($25 მილიარდი). ბიუჯეტის მსგავსი დეფიციტი, ანუ ხარჯების გადაჭარბება შემოსავალზე, რუსეთში მინიმუმ 1998 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.