საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 24%-ითაა გაზრდილი.
IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების (3.8%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9%).
2021 წლის IV კვარტალთან შედარებით, ფასების ასევე გაიზარდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 18%-ით.
IV კვარტალში ბინების კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- მთაწმინდა - 4,941 ლარი;
- ვაკე - 4,204 ლარი;
- საბურთალო - 3,333 ლარი;
- ჩუღურეთი - 3,212 ლარი;
- კრწანისი - 3,118 ლარი;
- დიდუბე - 2,881 ლარი;
- ნაძალადევი - 2,824 ლარი;
- გლდანი - 2,698 ლარი;
- ისანი - 2,668 ლარი;
- სამგორი - 2,630 ლარი.
კერძო სახლების კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით შემდეგია:
- მთაწმინდა - 3,258 ლარი;
- დიდუბე - 3,156 ლარი;
- ვაკე - 3,111 ლარი;
- საბურთალო - 2,857 ლარი;
- კრწანისი - 2,640 ლარი;
- ისანი - 2,528 ლარი;
- ჩუღურეთი - 2,207 ლარი;
- ნაძალადევი - 2,010 ლარი;
- სამგორი - 1,901 ლარი;
- გლდანი - 1,748 ლარი.
აღსანიშნავია, რომ RPPI მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
შეგახსენებთ, Colliers Georgia-ს მონაცემებით, მხოლოდ 2022 წლის ნოემბერში თბილისში 3 865 ბინა გაიყიდა, წლიური ზრდა 9%-ია. ბაზრის ზომა კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით გაიზარდა და 214 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.