LIVE

ნოემბერში თბილისში 3 865 ბინა გაიყიდა - წლიური ზრდა 9%-ია

22 დეკ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
ნოემბერში თბილისში 3 865 ბინა გაიყიდა - წლიური ზრდა 9%-ია

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში თბილისში 3 865 ბინა გაიყიდა, წლიური ზრდა 9%-ია. ბაზრის ზომა კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით გაიზარდა და 214 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ნოემბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ძველ პროექტებში - 7%-იანი.

Colliers Georgia-ის თანახმად, ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 132%-ით გაიზარდა. 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა მედიუმ სეგმენტში. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.

გაზრდილია როგორც ახალაშენებული, ისე ძველი ბინების ფასები. კერძოდ, გასულ თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა 15%-ით მოიმატა გარეუბნებში, 13%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო 14%-ით - ქალაქის ცენტრში. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში. ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9%-იანი და 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.