LIVE

საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა გახდა

10 იან 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1031
საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა გახდა

საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი საპარტნიორო ფონდიდან საქართველოს მთავრობას გადაეცა.

მფლობელის ცვლილების შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა 2012 წლიდან საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში იყო, რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფო ფონდია და შესაბამისად, ცვლილება რკინიგზას ისევ სახელმწიფო საკუთრებაში ტოვებს.

საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთია იმ სახელმწიფო საწარმოებიდან, რომელთა რეფორმაც წელს იგეგმება.

კომპანია წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობდა, თუმცა გასული წლის პირველ ნახევარში რეკორდული, 161 მილიონი ლარის მოგება მიიღო.

„საქართველოს რკინიგზის“ მოგება/ზარალი წლების მიხედვით ასეთია:

  • 2016 წელი - მოგება ₾65.1 მლნ;
  • 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ;
  • 2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ;
  • 2019 წელი  - ზარალი ₾5.5 მლნ;
  • 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ;
  • 2021 წელი - მოგება ₾52.7 მლნ.