LIVE

„საქართველოს რკინიგზამ“ 2020 წელი 164.6 მლნ. ლარის ზარალით დაასრულა

12 აპრ 202120:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1162
„საქართველოს რკინიგზამ“ 2020 წელი 164.6 მლნ. ლარის ზარალით დაასრულა

„საქართველოს რკინიგზამ“ 2020 წელი 164.6 მლნ. ლარის ზარალით დაასრულა, რაც კომპანიის 2019 წლის ზარალს( 5.6 მლნ. ლარი) მნიშვნელოვნად, 159 მილიონი ლარით აღემატება. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ კურსთა შორის სხვაობის გამო 192 მლნ. ლარამდე ზარალი მიიღო.

„საქართველოს რკინიგზის“ 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს კომპანიამ 489.4 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელს მიღებულ შემოსავალზე (491 მლნ. ლარი) ნაკლებია. 

ცნობისთვის, სს „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია.