LIVE

ფინანსთა მინისტრი: საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დრამატული სიტუაცია არაა

26 სექ 202215:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 515
ფინანსთა მინისტრი: საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დრამატული სიტუაცია არაა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

მისი განმარტებით, გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელების, ასევე გამსვლელების რაოდენობა. 

"საბაჟო დეპარტამენტი ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში მუშაობს. ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები, როგორც სატვირთო, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს საზღვარს კვეთენ. ამ მიმართულებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, არანაირი დრამატული სიტუაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არაა. მკაცრად ხდება აღნიშნული საკითხების მონიტორინგი",- განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

ცნობისთვის, რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ინფორმაცია და ფოტოები ტელეგრამარხებზე ვრცელდება. თვითმხილველების ამბობენ, რომ სამხედროები ბლოკ-პოსტის მოწყობას გეგმავენ.

მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადარუსეთიდან გაქცეული ადამიანები და, მასთან ერთად, საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია.  

დღესვე შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.