LIVE

ენერგიის დასაზოგად, ეიფელის კოშკის განათება ერთი საათით ადრე გამოირთვება

12 სექ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 695
ენერგიის დასაზოგად, ეიფელის კოშკის განათება ერთი საათით ადრე გამოირთვება
AFP/Getty Images

განათება, რომელიც ეიფელის კოშკს ღამით ანათებს, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე გამოირთვება. 

პარიზის მერია ხვალ ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ საფრანგეთის დედაქალაქის საკულტო ნაგებობის განათება 23:45 საათზე გაითიშება.

"ეს არის უაღრესად სიმბოლური ჟესტი ენერგიის დაზოგვის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის", - ამბობს კომპანია Société d'Exploitation de la Tour Eiffel-ის (SETE) პრეზიდენტი.

SETE-ს თანახმად, რკინის კონსტრუქციის ღამის განათება წლიური ენერგომოხმარების 4%-ს შეადგენს.

ენერგიის დამზოგველ ღონისძიებებს ამ ზამთარს ევროპის არაერთი ქვეყანა მიმართავს. 

გერმანიის მიერ დამტკიცებული ახალი ზომებით, 1 სექტემბრიდან საზოგადოებრივი შენობები (საავადმყოფოების გარდა), მაქსიმუმ 19°C-მდე უნდა გათბეს. გათბობა შეიძლება მთლიანად გამოირთოს შესასვლელებსა და დერეფნებში. ამასთან, არ განათდება მონუმენტები და შენობების ფასადები, ბიზნესს შესაძლოა აეკრძალოს მაღაზიების ღამით განათება. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ აიღო ვალდებულება ზამთარში ნებაყოფლობით შეამციროს გაზის 15%-ით მოხმარება, თუმცა სერიოზული დეფიციტის შემთხვევაში, ეს წესი, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გასპარდ სებაგი