
დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა.
შეგახსენებთ, ეს მიმდინარე წელს, სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ განხორციელებული მეოთხე შესყიდვაა.
მარეგულირებელმა წელს პირველად 10 000 000 აშშ დოლარი 24 მაისს იყიდა, მეორედ ასევე 10 000 000 აშშ დოლარი პირველ აგვისტოს შეისყიდა. წინა აუქციონი კი, რომელზეც სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა, 5 აგვისტოს შედგა.
ცნობისთვის, 2019 წლის 7 ივნისიდან 2022 წლის 24 მაისის პერიოდში ეროვნულ ბანკს დოლარი არ უყიდია.