
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186 შეადგინა.
შეგახსენებთ, ეს, მიმდინარე წელს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ განხორციელებული მესამე შესყიდვაა.
მარეგულირებელმა წელს პირველად 10 000 000 აშშ დოლარი 24 მაისს იყიდა, მეორედ კი ასევე 10 000 000 აშშ დოლარი პირველ აგვისტოს შეისყიდა.
ცნობისთვის, 2019 წლის 7 ივნისიდან 2022 წლის 24 მაისის პერიოდში ეროვნულ ბანკს დოლარი არ უყიდია.