LIVE

პუტინის თქმით, რუსეთის საზღვაო ფლოტს მალე ჰიპერბგერითი რაკეტები ექნება

31 ივლ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 924
პუტინის თქმით, რუსეთის საზღვაო ფლოტს მალე ჰიპერბგერითი რაკეტები ექნება

რუსეთის საზღვაო ფლოტი უახლოეს თვეებში Zircon-ის ჰიპერბგერითი რაკეტებით აღიჭურვება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ძალების დღეზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რაკეტებით აღჭურვილი გემების ადგილმდებარეობა რუსეთის უსაფრთხოების დაცვის ინტერესების მიხედვით განისაზღვრება.

რუსეთის ლიდერს გამოსვლაში უკრაინა არ უხსენებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ახალ საზღვაო დოქტრინას მოაწერა ხელი.

"რუსეთის საზღვაო ფლოტის სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესების სფერო მოიცავს ჩვენს არქტიკულ წყლებს, შავი, ოხოცკის და ბერინგის ზღვების წყლებს, ბალტიისა და კურილის სრუტეებს“,- განაცხადა პუტინმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია