LIVE

ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

30 ივლ 202212:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1193
ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი ესპანეთში გარდაიცვალა. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 3,750 პაციენტიდან 120 ჰოსპიტალიზებული იყო და ერთი გარდაიცვალა.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) 22 ივლისის მოხსენების თანახმად, მსოფლიოში გარდაცვალების მხოლოდ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა აფრიკის რეგიონში.

WHO-მ ჯანდაცვის სფეროში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო, საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი 23 ივლისს გამოაცხადა

საგანგებო რეჟიმის გამოცხადება ხელს შეუწყობს ვაქცინებზე მუშაობის დაჩქარებას და ვირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების განხორციელებას. WHO გამოსცემს რეკომენდაციებს, რომლებიც ქვეყნებს დაეხმარება, მიიღონ ზომები ვირუსის შესაკავებლად და რისკის ჯგუფში შემავალი პირების დასაცავად.  

საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დადასტურდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის კი ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.