LIVE

Wizz Air-ი ოქტომბერში ფრენებს თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს

28 ივლ 202218:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1386
Wizz Air-ი ოქტომბერში ფრენებს თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს

2022 წლის ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გამო, ავიაკომპანია Wizz Air-ი, 14 დღის განმავლობაში, ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

კომპანიის ინფორმაციით, ის მგზავრები, რომლებსაც ფრენები სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ დაჯავშნილი, ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში 2016 წლიდან ოპერირებს და ამჟამად ფრენებს 12 ქვეყნის მიმართულებით ახორციელებს.

2022 წლის პირველი აგვისტოდან ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ავიახომალდს განათავსებს და პირდაპირ, რეგულარულ ავიამიმოსვლებს პარიზისა და ტალინის მიმართულებითაც განახორციელებს.