LIVE

ოქრო 15-თვიან მინიმუმამდე დაცემის შემდეგ ისევ გაძვირდა

21 ივლ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1347
ოქრო 15-თვიან მინიმუმამდე დაცემის შემდეგ ისევ გაძვირდა

ოქრომ 15-თვიანი მინიმუმიდან დანაკარგები აღიდგინა მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) განაკვეთები მოსალოდნელზე მეტად, 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა.

ECB-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ, რომელიც გლობალურ ცენტრალურ ბანკებს შეუერთდა და ინფლაციასთან საბრძოლველად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, ევროპული აქციები და ობლიგაციები დაეცა, ხოლო ევრო გამყარდა. ბუილონი უნციაზე $1700-ს ასცდა.

ECB-ის მიერ ბოლო 11 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის პირველი ზრდა იტალიაში მზარდ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა, რომელიც ბანკზე ზეწოლას აძლიერებს, რათა ევროზონის ყველაზე დაუცველი წევრები ბაზრის სპეკულაციებისგან დაიცვას.

ძვირფასი ლითონის ფასი წელს არასტაბილური იყო. მარტში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოქროს ფასმა თითქმის რეკორდს მიაღწია და უნციაზე $2000-ს გადააჭარბა. მას შემდეგ მან ღირებულების 18% დაკარგა, რადგან ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.

ECB-ის გადაწყვეტილებამდე ბუილონი ცდილობდა თავისი ტრადიციული, უსაფრთხო თავშესაფრის როლი შეენარჩუნებინა. თუმცა, ფასები შესაძლოა კიდევ დაეცეს და უნციაზე $1,450-დან $1,500-მდე შეადგინოს.

13:51 საათისთვის ლონდონში სპოტ ოქრო 0,3%-ით გაძვირდა და უნციაზე $1702,32-ს მიაღწია. ეს მას შემდეგ, რაც უფრო ადრე 15-თვიან მინიმუმამდე დაეცა. Bloomberg Dollar Spot Index 0.3%-ით დაეცა. ასევე, დაეცა ვერცხლის ფასი, ხოლო პლატინი და პალადიუმი გაძვირდა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფელიქს ნიჯი