ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რაც პირველი ზრდაა ბოლო 11 წლის განმავლობაში და ყველაზე დიდი 2000 წლის შემდეგ. რეცესიის რისკის მიუხედავად, ამ ნაბიჯით ECB მზარდ ინფლაციას უპირისპირდება.
ინფლაციასთან საბრძოლველად ECB უერთდება 80 ცენტრალურ ბანკს, მათ შორის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემას, განაკვეთების ზრდაში. სამომხმარებლო ფასები ევროზონაში ახლა ოთხჯერ აღემატება სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს.
იტალიაში ახალი პოლიტიკური დაძაბულობის გამო, კრისტინ ლაგარდმა და კოლეგებმა წარმოადგინეს ინსტრუმენტი, რომელიც იმედოვნებენ, რომ არ გაზრდის სესხის ხარჯებს დაუცველ ეკონომიკებში, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ევროს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეს ნაბიჯები შექმნის ტრანსფერების დაცვის ინსტრუმენტს, რომელიც “შეიძლება გააქტიურდეს ბაზრის არაგონივრული, არარეგულარული დინამიკის წინააღმდეგ საბრძოლველად”.
თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკი უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას, ვიდრე სხვები. 19 ქვეყნისთვის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის გარდა, რეცესიის საფრთხე მატულობს, რადგან უკრაინაში ომი ზრდის საკვებისა და საწვავის ფასებს. როდესაც ცენტრალურმა ბანკმა 2008 და 2011 წლებში განაკვეთები გაზარდა, ეკონომიკის ზრდა შემცირდა, რის შემდეგ ECB-მ გადაწყვეტილება კვლავ შეცვალა.
ივნისის ბოლო შეხვედრის შემდეგ, ინფლაციის ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა. ახლა ის უახლოვდება 10%-ს და ოფიციალური პირები იბრძვიან საშუალოვადიან პერსპექტივაში სამიზნე მაჩვენებლამდე დასაბრუნებლად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჟანა რენდოუ