LIVE

თურქეთში მედიკამენტების ფასი იზრდება

14 ივლ 202216:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 951
თურქეთში მედიკამენტების ფასი იზრდება

თურქეთში ადგილობრივი მედიკამენტები ძვირდება. პრეზიდენტის ბრძანებით, 2022 წლისთვის წამლის ფასების ევროს ლირაზე კონვერტაციის კურსი 25%-ით გაიზარდა.

რეჯეპ თაიფ ერდოღანის ბრძანებით, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ახალი ტარიფები დაწესდა. გარდა ამისა, განისაზღვრა მოგების მარჟები სააფთიაქო ქსელებისა და საწყობებისთვის.

მწარმოებლები და იმპორტიორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან კონვერტაციის კურსი საბაზრო კურსზე დაბალია და ფასების კორექტირებას ითხოვენ.

თურქეთში მედიკამენტების გაძვირება სავარაუდოდ, ფასებს საქართველოშიც გაზრდის. თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი საქართველოსთვის 17 იანვარს გაიხსნა და როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შედეგად ქვეყანაში 250-მდე დასახელების, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები 60%-70%-80%-მდე ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი.